ისრაელის თავდაცვის ძალები - ისრაელის ჯარისკაცები მონაწილეობენ წვრთნებში, რომ მოემზადონ ღაზაში სახმელეთო ოპერაციებისთვის
ისრაელის თავდაცვის ძალები - ისრაელის ჯარისკაცები მონაწილეობენ წვრთნებში, რომ მოემზადონ ღაზაში სახმელეთო ოპერაციებისთვის

ისრაელის ჯარისკაცები მონაწილეობენ წვრთნებში, რათა მოემზადონ ღაზაში სახმელეთო ოპერაციებისთვის და გაიუმჯობესონ შესაძლებლობები, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს.

„სავალდებულო და სარეზერვო სამსახურში მყოფი ისრაელის ჯარისკაცები ატარებენ სხვადასხვა სახის წვრთნებს, რათა გააუმჯობესონ ისრაელის თავდაცვის ძალების მზადყოფნა და შესაძლებლობები ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ისრაელმა მოახდინა ჯარებისა და სამხედრო მასალის მობილიზება ღაზის საზღვარზე და გამოიძახა 300 ათასი რეზერვისტი ანკლავში შესაძლო სამხედრო შეჭრისთვის.