ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში მომუშავე გაერო-ს მისიას მიმართავენ, საწვავი „ჰამასს“ სთხოვოს
ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში მომუშავე გაერო-ს მისიას მიმართავენ, საწვავი „ჰამასს“ სთხოვოს. ამის შესახებ ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
თავდაცვის ძალები აქვეყნებენ საწვავის ავზების ფოტოს, რომელიც, მათი თქმით, ღაზაშია და ნახევარ მილიონ ლიტრზე მეტ საწვავს შეიცავს.
„ეს საწვავის ავზები ღაზაშია. ისინი 500 ათას ლიტრზე მეტ საწვავს შეიცავს. სთხოვეთ „ჰამასს“, თუ შეგიძლიათ აღება“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
მანამდე, პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების გაერო-ს სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ საწვავს სასწრაფოდ თუ არ მიიღებდა, იძულებული იქნებოდა, 25 ოქტომბრიდან ღაზის სექტორში თავისი მუშაობა შეეჩერებინა. გაერო-ს ისრაელს ღაზის სექტორში საწვავის შეტანის დაშვებისკენ მოუწოდებს. ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში საწვავის შეტანას არ დაუშვებენ, რადგან ეს „ჰამასს“ თავისი საოპერაციო მიზნებისთვის სჭირდება.
24 ოქტომბერს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა: „მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ „ჰამასის“ თავდასხმები არ მომხდარა ვაკუუმში, პალესტინელი ხალხი 56-წლიან მგუდავ ოკუპაციას ექვემდებარება“. მოგვიანებით, გაერო-ში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვა.