ისრაელის მედიის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუ მზად არის, ღაზაში მძევლების გამტაცებლებს თითოეული მძევლის გათავისუფლებისთვის რამდენიმე მილიონი დოლარი შესთავაზოს

03:55, 05.11.2024

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მზად არის, ღაზაში მძევლების გამტაცებლებს თითოეული მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ რამდენიმე მილიონი დოლარი შესთავაზოს, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ამასთან, მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ასევე მზადაა, უზრუნველყოს უსაფრთხო გასვლა ღაზიდან იმ გამტაცებლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც გაათავისუფლებენ მძევლებს.

ანონიმური წყაროს ცნობით, ნეთანიაჰუმ ამ მიმართულებით ინსტრუქციები დღევანდელ საკონსულტაციო შეხვედრაზე გასცა.

მსგავსი