ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ისრაელის ავიაციამ ლიბანში „ჰეზბოლას“ ორ უჯრედს დაარტყა
ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ისრაელის ავიაციამ ლიბანში „ჰეზბოლას“ ორ უჯრედს დაარტყა

ისრაელის სამხედროების განცხადებით, ისრაელის ავიაციამ ლიბანში „ჰეზბოლას“ ორ უჯრედს დაარტყა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ისრაელის მხარის ცნობით, ერთი უჯრედი ისრაელის სასაზღვრო ქალაქ მატატთან მდებარეობდა, ხოლო მეორე – სადავო რეგიონში, შებაას ფერმებში.

მათივე ინფორმაციით, ორივე უჯრედი მანამდე განადგურდა, სანამ ისინი შეძლებდნენ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გაშვებას ისრაელის მიმართულებით.

ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იტყობინება ისრაელის საჰაერო თავდასხმის შესახებ სამხრეთ ლიბანის სოფელშიც.

შეტაკებების შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.