ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანგ კოლეგას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოთხოვნის დაგმობისკენ მოუწოდა
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა პარიზში გამართულ ღონისძიებაზე ფრანგ კოლეგას, სტეფან სეჟურნეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოთხოვნის დაგმობისკენ მოუწოდა.
ისრაელ კაცმა სტეფან სეჟურნეს მიმართა, ხმამაღლა და მკაფიოდ განაცხადოს, რომ ეს მიუღებელია მისთვის და საფრანგეთის მთავრობისთვის.
„ეს არის ის, რაც გააკეთეს ჩვენმა მეგობრებმა მსოფლიოში და ეს არის ის, რასაც ველოდები ჩვენი მეგობრისგან, საფრანგეთის მთავრობისგან“, – განაცხადა მან ისრაელსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობის 75 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის, ასევე „ჰამასის“ სამი ლიდერის დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს.