ამსტერდამში, ახალგახსნილ ჰოლოკოსტის მუზეუმში ისრაელის პრეზიდენტის ვიზიტს საპროტესტო აქციები მოჰყვა
ისრაელის პრეზიდენტის ვიზიტს ამსტერდამში, ახალგახსნილ ჰოლოკოსტის მუზეუმში საპროტესტო აქციები მოჰყვა. როგორც „პოლიტიკო“ წერს, ნიდერლანდების დედაქალაქში ჰოლოკოსტის ეროვნული მუზეუმის გახსნის ცერემონიალზე იცხაკ ჰერცოგის დასწრებას ის ადამიანები აპროტესტებდნენ, რომლებიც ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო მოქმედებებს ეწინააღმდეგებიან.
„ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, დემონსტრანტებს, რომლებიც ვატერლოოს მოედანზე შეიკრიბნენ, პალესტინის დროშები ეჭირათ და ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვდნენ.
ჰოლოკოსტის მუზეუმის გახსნაში მონაწილეობდა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე და ნიდერლანდების მონარქი ვილემ-ალექსანდერი, რომელიც მანამდე სინაგოგაში სიტყვით გამოვიდა და ანტისემიტიზმის პრევენციის აუცილებლობაზე ისაუბრა.