ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე არსებითი განხილვა 30 მარტს დაიწყება
ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარადაცვალების საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმე არსებით განხილვას გადაეცა.
როგორც ბრალდების მხარემ სხდომაზე განაცხადა, საქმეში საკმარისი მტკიცებულებებია, რითაც ბრალდებულების დანაშაული მტკიცდება. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, მათ დღევანდელ სხდომაზე დევნის შეწყვეტა მოითხოვეს. ადვოკატების შეფასებით, მიმდინარე საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებათა დასაშვებობაზეც იმსჯელეს. დაცვის მხარის თქმით, სასამართლომ რამდენიმე მოწმის დაკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მათ შორის საუბარია დეპუტატებზე, ბექა დავითულიანსა და გიორგი ხელაშვილზე. როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, პოლიტიკოსები სამართალდამცველებს პირდაპირ მითითებებს აძლევდნენ.
თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე ირაკლი ხუსკივაძეს და ირაკლი კობალაძეს ბრალი ქრთამის შეთავაზების, იძულებისა და მუქარის მუხლით აქვთ წარდგენილი.
მომდევნო სხდომა 30 მარტს, 16:00 საათზე გაიმართება.