ისნის საოლქო კომისიასთან დაკავებულ ექვს პირს პატიმრობა შეეფარდა, ერთის მიმართ კი სამართალწარმოება შეწყდა
ისნის საოლქო კომისიასთან დაკავებულ ექვს პირს პატიმრობა შეეფარდა, ერთის მიმართ კი სამართალწარმოება შეწყდა

ისნის საოლქო კომისიასთან დაკავებულ ექვს პირს პატიმრობა შეეფარდა, ერთის მიმართ კი სამართალწარმოება შეწყდა. ექვსი დაკავებულიდან ხუთს 3-დღიანი პატიმრობა, ერთს კი, 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

როგორც ადვოკატმა გიორგი ცობეხიამ განაცხადა, მოსამართლემ შვიდი დაკავებულის საქმეზე დადგენილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

„4 ნოემბერს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან გამართული პროტესტის დროს შვიდი დაკავებულის საქმეზე მოსამართლემ დადგენილება გამოაცხადა. ექვს პირს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა, ხუთ პირს სამი დღით, ერთ პირს ხუთი დღით. ერთის, ტიტე გედენიძის მიმართ კი სამართალწარმოება შეწყდა. ფარულავას საკითხი, რომელსაც შეეფარდა ხუთი დღე, არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან შსს-ს წარმომადგენელმა თქვა, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მათ თვალთახედვის არეში მოხვდა ნიკუშა ფარულავა. ეს იყო ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიზანმიმართული დევნა და სასამართლომ დაადასტურა. ისინი, ვინც აპროტესტებენ ივანიშვილის რეჟიმის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებას სახელმწიფო დევნის, მათ შორის სასამართლო წესით. არ იყო არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. დღეს სასამართლომ საქართველოს სახელით გამოტანილი გადაწყვეტილებით ქვეყანას აცნობა, რომ ამ ქვეყანაში პროტესტი არის დასჯადი ივანიშვილის რეჟიმისა და მურუსიძის სასამართლოს მიერ“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ცობეხიამ.