ისლანდიამ მუნდიალისთვის განაცხადი გამოაქვეყნა
ისლანდიამ მუნდიალისთვის განაცხადი გამოაქვეყნა

ისლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰეიმირ ჰალგრიმსონმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის საბოლოო შემადგენლობა გამოაცხადა. 23 ფეხბურთელში მხოლოდ ერთი წარმოადგენს ისლანდიის ჩემპიონატს – ეს არის ბირკირ სევარსონი.
მსოფლიოს ჩემპიონატზე ისლანდიის ნაკრებში ითამაშებენ:
მეკარეები – ჰანეს ჰალდოურსონი (“რანდერსი“, დანია), რუნარ ალექს რუნარსონი (“ნორდსიელანდი“, დანია), ფრედერიკ შრამი (“როსკილდე“, დანია);
მცველები – კაური აუდნასონი (“აბერდინი“, შოტლანდია), სვერირ ინგასონი, რაგნარ სიგურდსონი (ორივე – “როსტოვი”, რუსეთი), ჰერდურ მაგნუსონი (“ბრისტოლ სიტი”, ინგლისი), ბირკირ სევარსონი (“ვალური“), არი ფრეირ სკულასონი (“ლოკერენი“, ბელგია), სამუელ ფრიდიონსონი (“ვოლერენგა“, ნორვეგია), ჰოლმარ ეიუიოლფსონი (“ლევსკი“, ბულგარეთი);
ნახევარმცველები – ბირკირ ბიადნასონი (“ასტონ ვილა”, ინგლისი), რურიკ გისლასონი (“ზანდჰაუზენი“, გერმანია), იოჰან გვიუდმუნდსონი (“ბარნლი“, ინგლისი), არონ ეინარ გიუნარსონი (“კარდიფ სიტი”, ინგლისი), გილფი ტოურ სიგურდსონი (“ევერტონი“, ინგლისი), ოლაფურ ინგი სკულასონი (“ბარაბიუქსფორი“, თურქეთი), არნორ ტრაუსტასონი (“მალმიო“, შვედეთი), ემილ ჰალფრედსონი (“უდინეზე“, იტალია);
ფორვარდები – იონ დაუდი ბედვარსონი (“რედინგი”, ინგლისი), ალბერტ გუდმუნდსონი (“ეინდჰოვენი”, ჰოლანდია), ბიორნ სიგურდარსონი (“როსტოვი”, რუსეთი), ალფრედ ფინბოგასონი (“აუგსბურგი“, გერმანია).
ისლანდიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე “არგენტინის, “ნიგერიისა და ხორვატიის წინააღმდეგ ითამაშებს.