„ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანების გამო, ერაყის სასამართლომ საფრანგეთის მოქალაქეებს სიკვდილი მიუსაჯა
ერაყის სასამართლომ საფრანგეთის მოქალაქეებს სიკვდილი მიუსაჯა. მათ ბრალად ედებათ ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანება.
როგორც „ბიბისი“ იუწყება, სამ მამაკაცს ერაყის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 30-დღიანი ვადა აქვთ.
ამ ეტაპზე საფრანგეთის ხელისუფლებას მათი მოქალაქეების მიმართ გამოტანილ ვერდიქტზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ არაერთი წევრი გაასამართლეს, თუმცა ჯერ სასჯელი არც ერთი მათგანის მიმართ არ აღსრულებულა.
უფლებადამცველები ხშირად აკრიტიკებენ ერაყში მიმდინარე სასამართლო პროცესებს, რადგან მოსამართლეები ხშირად იმ ჩვენებებს ეყრდნობიან, რომლებიც მოწმეთა წამების შედეგადაა მიღებული.