ისანში, მეორეული ტექნიკის ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია
ისანში, მეორეული ტექნიკის ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ისანში, მეორეული ტექნიკის ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია. სახანძრო-სამაშველო ძალების თბილისის სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეველეს ქუჩა 4 ნომერში იწვოდა მეორეული ტექნიკის ჯიხურები. ხანძარი იყო დაახლოებით 350-400კვ.მდე. იყო ხანძრის გავრცელების საფრთხე. სახანძრო ჯგუფების ადგილზე ოპერატიულად მოსვლამ თავიდან აგვარიდა ხანძრის გავრცელება. ამ დროისთვის ხანძარი არის ლოკალიზებული. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. რაც შეეხება ზარალს, ადგილზე არიან შესაბამისი სამსახურები, რომლებიც უმოკლეს ვადაში იტყვიან ზარალზე“,- განაცხადა კერესელიძემ.

ადგილზე მუშაობს 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.