ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ისანში. ნავთლუღის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი დაშავდა.
როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დაინიშნება ექსპერტიზები“, – აცხადებენ შსს-ში.