ისანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

20:28, 30.07.2018

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ისანში. ნავთლუღის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად, ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი დაშავდა.

როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დაინიშნება ექსპერტიზები“, – აცხადებენ შსს-ში.

მსგავსი