ირმა ზავრადაშვილი - მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო, რომ სიცოცხლით სავსე ქალაქის მშენებლობაში დიდუბის როლი იყოს ძალიან დიდი
ირმა ზავრადაშვილი - მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო, რომ სიცოცხლით სავსე ქალაქის მშენებლობაში დიდუბის როლი იყოს ძალიან დიდი

დიდუბის რაიონის თანამშრომლებთან ერთად მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო მომავალი ოთხი წლის განმავლობაში იმისთვის, რომ სიცოცხლით სავსე ქალაქის მშენებლობაში დიდუბის როლი იყოს ძალიან დიდი, – ამის შესახებ დიდუბის რაიონის გამგებლობის კანდიდატმა ირმა ზავრადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მადლობა მინდა გადავუხადო კახა კალაძეს, რომ ჩვენი სამწლიანი მუშაობა დადებითად შეაფასა. უამრავი პროექტია, რომელიც დასასრულებელია. რა თქმა უნდა, დავასრულებთ ამ პროექტებს და იმ ახალ გამოწვევებს მივიღებთ, რომელიც ახალ მერს აქვს თავის ახალ გუნდთან ერთად“ – განაცხდა ირმა ზავრადაშვილმა.

ახალმა მერმა თბილისის ათივე რაიონში გამგებლები წარადგინა. ნარმანიას გუნდიდან თანამდებობა ხუთმა გამგებელმა შეინარჩუნა. ვაკის, დიდუბის, ნაძალადევის, ჩუღურეთის გამგებლები კახა კალაძემ იგივე დატოვა. მოხდა გადანაცვლებები – საბურთალოს რაიონის ყოფილმა გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ გლდანში გადაინაცვლა, მისი ადგილი კი გაიოზ ვასაძემ დაიკავა, რომელიც მანამდე მისი მოადგილე იყო. ხოლო დანარჩენ ოთხ რაიონში კახა კალაძემ გუნდის ახალი წევრები წარადგინა. კრწანისი – ლევან ჯაფარიძე, მთაწმინდა – დავით კირკიტაძე, ისანი – კახა ლაბუჩიძე, სამგორი – დავით კერესელიძე.