კახა კალაძემ მაია ბითაძესა და ირმა ზავრადაშვილს მადლობა გადაუხადა - დარწმუნებული ვარ, მათი ჩართულობით, პარლამენტიდან ბევრი საქმე გაკეთდება ქალაქის მიმართულებით
კახა კალაძემ მაია ბითაძესა და ირმა ზავრადაშვილს მადლობა გადაუხადა - დარწმუნებული ვარ, მათი ჩართულობით, პარლამენტიდან ბევრი საქმე გაკეთდება ქალაქის მიმართულებით

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე მის მოადგილეს, მაია ბითაძესა და დიდუბის რაიონის გამგებელს ირმა ზავრადაშვილს მადლობა გადაუხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ორივე საქართველოს პარლამენტში გააგრძელებს მუშაობს.

„მაია ბითაძე პირველივე დღიდან დაწყებული ჩართული იყო ჩვენს საქმიანობაში. მისი დიდი დამსახურებაა, რომ დღეს ქალაქი ლამაზდება და ბევრი მწვანე სივრცე იქმნება. მისი ჩართულობით შემუშავდა არაერთ სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტი გარემოს დაცვის, ტრანსპორტის მიმართულებით. ჩემთვის გულდასაწყვეტია, როდესაც ასეთი ძლიერი პროფესიონალი ადამიანი გვტოვებს. ის მნიშვნელოვანი მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას საქართველოს პარლამენტში და ის იქ მიღებული ახალი კანონპროექტებით გვერდით დაუდგება დედაქალაქს. ჩვენ ბევრი რეფორმა გვაქვს დასაწყები, ბევრი ცვლილებები არის განსახორციელებლი საკანონმდებლო მიმართულებით. მადლობა მაია ბითაძეს და მინდა, ვუსურვო წარმატება.

ასევე მინდა, ირმა ზავრადაშვილს გადავუხადო მადლობა, რომელიც წლების განმავლობაში დიდუბის გამგეობას ხელმძღვანელობდა, სასიამოვნოა, როდესაც რიგით ადამიანებს ხვდები დიდუბეში და გამგებელს, გამგეობის თანამშრომლებს მადლობას უხდიან გაწეული შორმისთვის. წარმატებები ირმას, ისიც საქართველოს პარლამენტში გააგრძელებს მოღვაწეობას. დარწმუნებული ვარ, იქიდან მისი ჩართულობით, მისი მხარდაჭერით ბევრი საქმე გაკეთდება ქალაქის მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი