ირლანდიის პრემიერი აცხადებს, რომ ევროკავშირთან ბრექსითზე მოლაპარაკებებში საზღვრის საკითხზე პროგრესი არ არის
ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ბრექსითთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრის საკითხთან დაკავშირებით, პროგრესი არ არის – ეს განცხადება ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, ლეო ვარადკარმა , საინფორმაციო სააგენტო Reuters- თან საუბარში გააკეთა.
„სამწუხაროდ პროგრესი არ გვაქვს. ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვნახოთ დიდი ბრიტანეთის მთავრობის ალტერნატიული განცხადება . გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით იმისთვის, რომ მივაღწიოთ ეროვნულ თანხმობას ოქტომბრის ბოლომდე“,- განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.