ირლანდიის პრემიერი აცხადებს, რომ ევროკავშირთან ბრექსითზე მოლაპარაკებებში საზღვრის საკითხზე პროგრესი არ არის

12:08, 20.09.2018

ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ბრექსითთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებში  ირლანდიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრის საკითხთან დაკავშირებით, პროგრესი არ არის – ეს განცხადება ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, ლეო ვარადკარმა , საინფორმაციო სააგენტო Reuters- თან საუბარში გააკეთა.

„სამწუხაროდ პროგრესი არ გვაქვს. ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვნახოთ დიდი ბრიტანეთის მთავრობის ალტერნატიული განცხადება . გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით იმისთვის, რომ მივაღწიოთ ეროვნულ თანხმობას ოქტომბრის ბოლომდე“,- განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.

მსგავსი