ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინას 562 რუსი სამხედრო ჰყავს ტყვედ ჩაგდებული, რომელთაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად ვეპყრობით. საქმეში ჩართულია წითელი ჯვარიც, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის ვიცე-პრემიერმა და რეინტეგრაციის საკითხებში უკრაინის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა გააკეთა.
მისი თქმით, ყველა მათგანი დაიკითხა და უმრავლესობა აცხადებს, რომ რუსეთში დაბრუნება არ სურს.
„ისინი ასაკით პატარები არიან და ამბობენ, რომ არ სურთ იმ ქვეყანაში დაბრუნება, რომელმაც უკრაინელი ქალებისა და ბავშვების დასახოცად გამოგზავნა. თუმცა შეთანხმება ტყვეების გაცვლის თაობაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რჩება,“ – აღნიშნა ვერეშჩუკმა.