ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს არაბულ სახელმწიფოებს, ისრაელს სანქციები დაუწესონ
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოუწოდებს არაბულ სახელმწიფოებს, ისრაელს სანქციები დაუწესონ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი მოუწოდებს არაბულ სახელმწიფოებს, ისრაელს სანქციები დაუწესონ.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ირანი ასევე მოითხოვს, რომ არაბულმა სახელმწიფოებმა საკუთარი ქვეყნებიდან ისრაელის ელჩები გააძევონ და ისრაელს დაუწესდეს ემბარგო ნავთობზე.

ირანელმა დიპლომატმა ამ მოწოდებით „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრ სახელმწიფოებს მიმართა.

ცნობისთვის, „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ საგანგებო შეხვედრა საუდის არაბეთში იმართება. შეხვედრის მონაწილეები ისრაელსა და ღაზის სექტორში არსებულ ვითარებას განიხილავენ.