ირანი ადგილობრივი დროით 21:00-დან 06:00 საათამდე ყველა აეროპორტში ფრენებს აუქმებს

21:30, 06.10.2024

ირანი ადგილობრივი დროით 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ფრენებს აუქმებს. როგორც „ბიბისი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, ფრენების გაუქმება ეხება ქვეყანაში მდებარე ყველა აეროპორტს.

ირანმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ისრაელში განაცხადეს, რომ გასულ კვირას ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას უპასუხოდ არ დატოვებდნენ. თუმცა, უცნობია, როგორ ან როდის უპასუხებს ისრაელი ირანის თავდასხმებს.

მსგავსი