ირანის მთავრობაში აცხადებენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ლიკვიდაციაზე ინფორმაცია სირიიდან მიიღეს
ირანი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმირებული იყო, – ამის შესახებ განცხადება ირანის ხელისუფლების წარმომადგენელმა „როიტერთან“ საუბრისას გააკეთა.
„ირანის მთავრობაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია სირიის მთავრობის წევრებისგან მიიღეს, რომლებიც სპეცოპერაციის ადგილზე იმყოფებოდნენ“, – განაცხადეს თეირანში.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ დაწერა, რომ მას მნიშვნელოვანი სიახლე აქვს და უახლოეს ხანში სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. ამერიკული მედია წერს, რომ ტრამპი „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ განაცხადებს, რომლის წინააღმდეგ რეიდი აშშ-მა სირიის პროვინცია იდლიბში ჩაატარა.
ტრამპის საგანგებო ბრიფინგი თბილისის დროით 17:00 საათზეა დანიშნული.