ირანის კულტურის ატაშე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკას ესტუმრა
ირანის კულტურის ატაშე ჰამიდ მოსტაფავი დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა და დამოუკიდებლობის დარბაზი დაათვალიერა. ასევე შეხვედრა გამართა, ბიბლიოთეკის დირექტორთან, გიორგი კეკელიძესთან, სადაც სამომავლო გეგმები განიხილეს.
ბიბლიოთეკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიწყო ირანის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობის მემორანდუმზე მუშაობა. ასევე დაიგეგმა თეირანის ბიბლიოთეკაში ქართული კუთხის გახსნა და არქივებზე აქტიური მუშაობა.