ეროვნული ბიბლიოთეკის ფოლკლორის დარბაზს ანზორ ერქომაიშვილის სახელი ეწოდა
ეროვნული ბიბლიოთეკის ფოლკლორის დარბაზს ანზორ ერქომაიშვილის სახელი ეწოდა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფოლკლორის დარბაზს ანზორ ერქომაიშვილის სახელი ეწოდა. ინფორმაციას პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

დარბაზი, თავის დროზე, ფონდ „ქართული გალობის“ მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის აქტიური მონაწილეობით გაიხსნა და წარმატებით ფუნქციონირებს.

„ეროვნული ბიბლიოთეკის ფოლკლორის ულამაზეს დარბაზს, რომელიც სწორედ ამ დიდ მოღვაწესთან ერთად გავხსენით, დღეიდან ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის დარბაზი ერქმევა“, – განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ.

ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში 31 მარტს გარდაიცვალა. ანზორ ერქომაიშვილს ხვალ მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.