ირაკლი სესიაშვილი - ყველა ვთანხმდებით, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურს გარკვეული რეფორმები სჭირდება
ყველა ვთანხმდებით, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურს გარკვეული რეფორმები სჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, წვევამდელებს გარკვეული დისკომფორტები უნდა მოეხსნათ.
„ამ მხრივ თავდაცვის სამინისტრომ პირველი აქტიური ნაბიჯი გადადგა და თქვეს, რომ წვევამდელი პირველად გადის იმ სამხედრო მომზადებას, რომელსაც ჩვეულებრივად საგანგებოთა სამხედრო მოსამსახურე გადის.
მათ ასევე გაუუმჯობესდათ სოციალური პირობები და აქვთ დასვენების უფლებაც. თუმცა სამხედრო სავალდებულო საკითხში არის კომპლექსური პრობლემებიც. უნდა მოვუხსნათ წვევამდელებს გარკვეული დისკომფორტები, თუკი ასეთი არსებობს და სავარაუდოდ არსებობს.
გარკვეული მონახაზები არსებობს, მაგრამ დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ. შევთანხმდებით პრინციპებზე და ჩამოვყალიბდებით რა ტიპის რეფორმა უნდა ჩატარდეს”,- განაცხადა სესიაშვილმა.