სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა იწყება
სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა იწყება

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა დღეიდან დაიწყება და 2021 წლის 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.

შესაბამისი დადგენილება, რომელსაც ხელს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, საკანონმდებლო მაცნეზე 28 ივლისს გამოქვეყნდა.

დადგენილების მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 1 400-ით განისაზღვრა, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში – 684-ით, შსს-ს მოთხოვნის შესაბამისად, უწყებაში სამხედრო სავალდებულო სამსახურს 1 395 მოქალაქე გაივლის, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კი – 200 მოქალაქე.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა ასაკი 18-დან 27 წლამდეა, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.