სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა დღეიდან დაიწყება და 2021 წლის 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.
შესაბამისი დადგენილება, რომელსაც ხელს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, საკანონმდებლო მაცნეზე 28 ივლისს გამოქვეყნდა.
დადგენილების მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 1 400-ით განისაზღვრა, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში – 684-ით, შსს-ს მოთხოვნის შესაბამისად, უწყებაში სამხედრო სავალდებულო სამსახურს 1 395 მოქალაქე გაივლის, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კი – 200 მოქალაქე.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა ასაკი 18-დან 27 წლამდეა, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.