ირაკლი სესიაშვილი ვერ აკონკრეტებს, ძალოვან უწყებებში საკადრო ცვლილება რამდენ პირს შეეხება
ირაკლი სესიაშვილი ვერ აკონკრეტებს, ძალოვან უწყებებში საკადრო ცვლილება რამდენ პირს შეეხება

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ვერ აკონკრეტებს, მთავრობაში დაგეგმილი ოპტიმიზაციის შედეგად, ძალოვან უწყებებში საკადრო ცვლილება რამდენ პირს შეეხება.

როგორც ჟურნალისტებს სესიაშვილმა განუცხადა, საკადრო ცვლილება თავდაცვის სამინისტროს არ შეეხება.

„რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დაზვერვის სამსახურს, აქ გარკვეული ცვლილებები იქნება იქიდან გამომდინარე, რა საერთო ცვლილებებიც დაანონსდა. ცვლილებების თითოეულ დეტალს უნდა მივყვეთ და საკადრო ცვლილებების თაობაზე მთავრობას უნდა მოვუსმინოთ. კონკრეტული ციფრის დასახელება გაგვიჭირდება, რა თანხები დაიზოგება“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მთავრობა რეორგანიზაციის თაობაზე საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტს 22 ნოემბერს წარუდგენს.