„ჯორჯიან მანგანეზი“ მზადაა, მაღაროელებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკება აწარმოოს
„ჯორჯიან მანგანეზი“ მზადაა, მაღაროელებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკება აწარმოოს

„ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციის უფროსის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, კომპანია მზადაა, მაღაროელებთან და პროფკავშირებთან მოლაპარაკება აწარმოოს.

„ამ საკითხებზე ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ. ინდექსაციაზე მიმდინარეობს საუბარი და მოლაპარაკებები პროფკავშირებთან გრძელდება. შრომის უსფრთხოების პირობები არის ძალიან ზოგადი ფრაზა, ამიტომ მეტი კონკრეტიკაა საჭირო. რამდენიმე დღეში კომპანიის სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი შეხვდება მაღაროელებს“, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილი.

მაღაროელებმა ჭიათურაში კულტურის სახლის შენობის წინ დღეს აქცია გამართეს. მაღაროელები ხელფასების მომატებაას და კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვენ, რაც გულისხმობს უსაფრთხოების ნორმების დაცვას საწარმოში.

ამასთან, დღეს მაღაროელებს საკუთარი მოთხოვნები „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველისთვის ნიკოლოზ ჩიქოვანისთვის უნდა გეაცნოთ, თუმცა შეხვედრა არ შედგა. შეხვედრის გადადების მიზეზად ნიკოლოზ ჩიქოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.