ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროში მომხდარ შემთხვევაზე „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს
ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროში მომხდარ შემთხვევაზე „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს

ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროში მომხდარ შემთხვევაზე „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჭიათურის სამთო-გადამამუშავებელ კომბინატში, კერძოდ, კოროხნალის მაღაროში სამთო მასალის ჩამოშლის შედეგად, 32 წლის მაღაროელმა ალექსანდრე დეკანოიძემ თავის არეში დაზიანებები მიიღო.

„ალექსანდრე დეკანოიძე ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება. კოროხნალის მაღაროში შემთხვევა გუშინ ღამით, დაახლოებით ოთხ საათზე მოხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება. „ჯორჯიან მანგანეზი“ აღნიშნულ თემაზე დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს“, – აღნიშნულია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა დღეს დილით გამთენიისას მოხდა. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.