ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროში მუშა დაშავდა

14:06, 20.05.2018

ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროში მუშა დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით გამთენიისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე დეკანოიძეს ქვა დაეცა. დაშავებული ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

“პაციენტს ქალა-ფუძის მოტეხილობა, ხერხემლის მოტეხილობა და ტვინის შეშუპება აღენიშნება. ამ წუთები მას საოპერაციოდ ამზადებენ”, -განუცხადა პირველ არხს საავადმყოფოს დირექტორმა გიორგი ხვედელიძემ.

მსგავსი