ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროში მუშა დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით გამთენიისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე დეკანოიძეს ქვა დაეცა. დაშავებული ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
“პაციენტს ქალა-ფუძის მოტეხილობა, ხერხემლის მოტეხილობა და ტვინის შეშუპება აღენიშნება. ამ წუთები მას საოპერაციოდ ამზადებენ”, -განუცხადა პირველ არხს საავადმყოფოს დირექტორმა გიორგი ხვედელიძემ.