ექიმების ინფორმაციით, ჭიათურაში დაშავებული მაღაროელის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ექიმების ინფორმაციით, ჭიათურაში დაშავებული მაღაროელის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროში დაშავებული მაღაროელი ალექსანდრე დეკანოიძე ქუთაისის ცენრალურ საავდმყოფოში რჩება.

ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

„პაციენტს ჩაუტარდა რთული ოპერაცია. ამ დროისთვის მოხსნილია ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან და მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს“, – განუცხადა პირველ არხს მაღაროელის მკურნალმა ექიმმა, ირმა მესხმა.

ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროში შემთხვევა გამთენიისას მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე დეკანოიძეს ქვა დაეცა.