პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დაკავების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გადაიყვანეს.
ოქრუაშვილის ინტერესებს ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი დაიცავს.
როგორც ჭაბაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ის ოქრიაშვილს რამდენიმე წუთში შეხვდება.
20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ბრალდებით პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დღეს დააკავეს. შსს-ს ცნობით, ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ ოთხი პირი დააკავეს.