ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილს კიდევ ერთ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი. გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს 2004 წლის 24 ნოემბერს, ამირან (ბუტა) რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ედავება. მაშინ ირაკლი ოქრუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე იმყოფებოდა. ირაკლი ოქრუაშვილთან ბრალი წარდგენილი აქვს ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს.