ირაკლი ოქრუაშვილის საქმე 20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებული გიორგი ჯავახიშვილისა და თორნიკე დათაშვილის საქმეებს გამოეყო
ირაკლი ოქრუაშვილის საქმე 20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებული გიორგი ჯავახიშვილისა და თორნიკე დათაშვილის საქმეებს გამოეყო

20-21 ივნისის მოვლენების თაობაზე, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდების საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

ირაკლი ოქრუაშვილის საქმეში, რომელსაც ჯგუფურ ძალადობაში ედება ბრალი გიორგი ჯავახიშვილის და თორნიკე დათაშვილის ბრალდების საქმეებიც ერთიანდებოდა.

საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფაზე შუამდგომლობით სასამართლოს ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა მიმართა, რასაც პროკურორებიც დაეთანხმნენ. მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის გადაწყვეტილებით, შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, სხდომა გადაიდო. ოქრუაშვილის ბრალდების საქმე სავარაუდოდ სხვა მოსამართლეს დაეწერება.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს. „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა.