ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი დიღმის სამმართველოში დაკავებულის მოსანახულებლად შევიდა
ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი დიღმის სამმართველოში დაკავებულის მოსანახულებლად შევიდა

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში (დიღმის სამმართველო) მისი დაცვის ქვეშ მყოფის მოსანახულებლად შევიდა.

მამუკა ჭაბაშვილის თქმით, ვრცელ კომენტარს ირაკლი ოქრუაშვილთან საუბრისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გააკეთებს.

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ბრალდებით პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დღეს დააკავეს. შსს-ს ცნობით, ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ ოთხი პირია დაკავებული.

ირაკლი ოქრუაშვილი უკვე გადაიყვანეს თბილისის მთავარ სამმართველოში.