ირაკლი ოქრუაშვილი - ბუტა რობაქიძის საქმის გამოძიება არ მეხებოდა, შემდეგ სხვა უწყებაში გადავედი და შსს-სკენ გახედვა არ მინდოდა
ირაკლი ოქრუაშვილი - ბუტა რობაქიძის საქმის გამოძიება არ მეხებოდა, შემდეგ სხვა უწყებაში გადავედი და შსს-სკენ გახედვა არ მინდოდა

შს ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე იკითხა, “თუ რატომ უსვამენ ამდენ კითხვას ბუტა რობაქიძის საქმეზე”.

როგორც ოქრუაშვილმა საქალაქო სასამართლოში აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმედ დაკითხვსას განაცხადა, მომხდარიდან მალევე სხვა უწყებაში გადავიდა და შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ „გახედვაც არ უნდოდა“.

„ცხინვალის რეგიონისკენ იყო ჩემი ყურადღება, ეიფორიაში ვიყავით. რამდენიმე თვეში გაირკვა გირგვლიანზე და ისევ ეიფორიაში ვიყავით ყველა. სხვა უწყებაში გადავედი. მიჩნდება კითხვა – რატომ მისვამენ მე ამდენ კითხვას, რომელსაც არც ამ საქმის გამოძიება, არც ამ საქმის დისციპლინარული წარმართვა არ მეხებოდა.

პროკურატურა იძიებდა,აღარ იყო ჩემს კომპეტენციაში. ვინმესთვის იარაღი რომ ჩაედოთ, ამაზე მექნებოდა რეაქცია. განაჩენის გამოტანა, ბრალის წაყენება არ იყო ჩემი კომპეტენცია. არ დავინტერესებულვარ, შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ გახედვა არ მინდოდა”,- განაცხადა ოქრუაშვილმა.