ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის ირაკლი ნოზაძის დაჭრასთან დაკავშირებით ორი ქალია დაკავებული.
პირველი არხის ინფორმაციით, ბრალდებულები ცოტა ხნის წინ აიყვანეს.
შსს-ში ამ ეტაპზე ოფიციალური კომენტარი არ კეთდება.
ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი ირაკლი ნოზაძე გუშინ დიდუბეში დაჭრეს. ნოზაძის დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ირაკლი ნოზაძე ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, ის გულ-მკერდის არეშია დაჭრილი და მაგისტრალური სისხლძარღვი აქვს დაზიანებული.