ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე ორი ქალი დააკავეს

19:15, 26.06.2018

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის ირაკლი ნოზაძის დაჭრასთან დაკავშირებით ორი ქალია დაკავებული.

პირველი არხის ინფორმაციით, ბრალდებულები ცოტა ხნის წინ აიყვანეს.

შსს-ში ამ ეტაპზე ოფიციალური კომენტარი არ კეთდება.

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი ირაკლი ნოზაძე გუშინ დიდუბეში დაჭრეს. ნოზაძის დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ირაკლი ნოზაძე ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, ის გულ-მკერდის არეშია დაჭრილი და მაგისტრალური სისხლძარღვი აქვს დაზიანებული.

მსგავსი