ღუდუშაურის კლინიკაში ირაკლი ნოზაძის დაკითხვა მიმდინარეობს
ღუდუშაურის კლინიკაში ირაკლი ნოზაძის დაკითხვა მიმდინარეობს

ღუდუშაურის კლინიკაში ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის, ირაკლი ნოზაძის დაკითხვა მიმდინარეობს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

გამომძიებლები სამედიცინო დაწესებულებაში დაახლოებით ერთი საათის წინ მივიდნენ. დაკითხვის პროცესს ესწრება ნოზაძის ადვოკატი ნიკა სადრაძე.

აქამდე, ირაკლი ნოზაძის დაკითხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა 29 ივნისს შეუფარდა. 

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი ირაკლი ნოზაძე დიდუბეში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში 25 ივნისს დაჭრეს.

დაკავებულია ორი პირი – 1989 წელს დაბადებული თ.ჯ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო მისი მეგობარი – 1994 წელს დაბადებული ნ.თ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.