ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი თბილისის საქალაქო სასამართლოდან იუწყება.

თამთა ჯანჯღავასა და ნათია თოფურიას ბრალი გუშინ წარედგინათ.

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი ირაკლი ნოზაძე დიდუბეში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში 25 ივნისს დაჭრეს. დაკავებულია ორი ქალი – 1989 წელს დაბადებული თ.ჯ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო მისი მეგობარი – 1994 წელს დაბადებული ნ.თ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.