ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის, ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. დაკავებულებს ბრალი გუშინ წარედგინათ.
რაც შეეხება ირაკლი ნოზაძეს, მისი დაკითხვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ხერხდება. როგორც ღუდუშაურის კლინიკაში აცხადებენ, მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობას ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს.
ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი ირაკლი ნოზაძე დიდუბეში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში 25 ივნისს დაჭრეს. დაკავებულია ორი ქალი – 1989 წელს დაბადებული თ.ჯ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო მისი მეგობარი – 1994 წელს დაბადებული ნ.თ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.