ირაკლი ლექვინაძე - ბიზნესის ერთ-ერთ გამოწვევად გაჭიანურებული ბიზნესდავები რჩება
სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში გაჭიანურებული ბიზნესდავები დღემდე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლების დინამიკის თანახმად, საქმეების განხილვის დრო არის შემცირებული, ასევე ერთ მოსამართლეზე საქმეების რაოდენობაც ბიზნესის ნაწილში.
„თუმცა ეს არ არის იმდენად მნიშვნელოვანი შემცირება, რომელმაც შეიძლება, გააუმჯობესოს დავების განხილვის ნაწილში კომპანიების მდგომარეობა, ანუ დავების განხილვის დრო დღესაც რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად და ის ალტერნატიული მექანიზმები, რომლებიც დღეს არის წარმოდგენილი, იგივე არბიტრაჟის გაძლიერება თუ მედიაციის შესახებ კანონი, ერთ-ერთი პასუხია ამ მიმართულებით“, – განაცხადა ლექვინაძემ.
შესაბამისად, მისი თქმით, მაგალითად მედიაციის კანონის რაც შეიძლება სწრაფად მიღება, ამ მიმართულებით ბიზნესის მდგომარეობას მეტად გააუმჯობესებს.