ირაკლი ლექვინაძე არ აკონკრეტებს, გააგრძელებს თუ არა მერიაში მუშაობას
თბილისის მერიის ახალ გუნდში ყოფნასთან დაკავშირებით, კახა კალაძესთან საუბარი არ მქონია – ამის შესახებ მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, ახლად არჩეულ მერთან თემატური საკითხები განიხილა, რომელიც მერიაში მიმდინარე თემებს ეხებოდა.
“ვინ იქნება განახლებულ გუნდში, ამაზე გადაწყვეტილებას იღებს არჩეული მერი კახა კალაძე. მისი პრეროგატივაა, რა გუნდს შეარჩევს მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად, რომლის გამოწვევის წინაშეც დგას თბილისი და ამის განხორციელება არის მნიშვნელოვანი. უნდა დაველოდოთ კახა კალაძის. მქონდა თემატურ საკითხებზე საუბარი, რომელიც ეხებოდა მერიაში მიმდინარე თემებს. ახალ გუნდში ყოფნასთან დაკავშირებით საუბარი ჯერ არ მქონია”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.