ირაკლი კოვზანაძე - საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით შენიშვნები გვაქვს
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი „დაგროვებითი საპენსიო სისტემის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნებს ჯანდაცვის კომიტეტს გადაუგზავნის.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საფინანსო-საბიჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განუცხადა.
სწორედ ჯანდაცვის კომიტეტია კანონპროექტის განხილვებში წამყვანი.
„შენიშვნებია საპენსიო ფონდის მართვასთან, საპენსიო ფონდის რეგულირებასთან, საპენსიო აქტივების მართვასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა კოვზანაძემ.
მისივე თქმით, რეფორმა 10 წელზე მეტია მზადდება და ბუნებრივია, კომიტეტს კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები ექნებოდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იმედოვნებს, რომ ჯანდაცვის კომიტეტიც და მთავრობაც ამ პოზიციას გაიზიარებენ.