ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა დეკემბრის ბოლომდე, ან იანვარში მთლიანად დასრულდება
ვვარაუდობთ, რომ დეკემბრის ბოლომდე, ან იანვარში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა მთლიანად დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბუქარესტში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ვადები დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შევა შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში.
“რაც შეეხება პროცედურებს და ვადებს, ეს ბუნებრივია მთავრობაზეც არის დამოკიდებული. დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შემოვა შესაბამისი კანონპროექტი ინიციატივის წესით მთავრობიდან პარლამენტში. კანონპროექტის მიღების შემდეგ პარლამენტს უნდა წარედგინოს მთავრობის შემადგენლობა დასამტკიცებლად. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ პროცედურები დეკემბრის ბოლომდე ან იანვარში მთლიანად დასრულდება”, – ირაკლი კობახიძემ.