ირაკლი კობახიძე კათოლიკური, სომეხთა სამოციქულო და ლუთერანული ეკლესიების მრევლს აღდგომას ულოცავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კათოლიკური, სომეხთა სამოციქულო და ლუთერანული ეკლესიების მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
„ყველას, ვინც დღეს უდიდეს დღესასწაულს-ქრისტეს აღდგომას ზეიმობს, ჩვენს თანამემამულეებს, კათოლიკური, სომეხთა სამოციქულო და ლუთერანული ეკლესიების მრევლს ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.
აღდგომა განახლების და სიცოცხლის დღესასწაულია და უდიდესი სიხარულია ყველა ქრისტიანისათვის.
ვუერთდები მათ დიდ სიხარულს და ვუსურვებ მშვიდობას, წარმატებას და წინსვლას“,- აღნიშნულია ირაკლი კობახიძის მილოცვაში.
ქრისტიანების ნაწილი ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს დღეს ზეიმობს.