სომეხთა სამოციქულო ეკლესია პირველ აპრილს აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს
სომეხთა სამოციქულო ეკლესია პირველ აპრილს აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს

ქრისტიანების ნაწილი ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს პირველ აპრილს ზეიმობს. უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს სომეხთა სამოციქულო ეკლესია.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის საკათედრო ტაძარში – სუბ გევორქის ეკლესიაში, სააღდგომო მსახურება პირველ აპრილს 11:00 საათზე დაიწყება. დღეს საღამოს კი, დიდშაბათის ღვთისმსახურება შესრულდა.

საეკლესიო წესის თანახმად, საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ, ახალი დღე დაიწყო. საღამოს აღევლინა წმინდა წირვა, რომლის დასასრულს მორწმუნეებს ახარეს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის ამბავს: “ქრისტე მკვდრეთით აღსდგა“, რაზეც მორწმუნეები პასუხობენ: “ნეტარ არს აღდგომა ქრისტესი”.

ამ დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესიაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რიტუალი სრულდება -მღვდელმსახურები ცეცხლს აკურთხებენ და მას საკურთხევლიდან გამოაბრძანებენ, რის შემდეგაც მორწმუნეებს ცეცხლი საკუთარ სახლებში მიაქვთ. მათ სჯერათ, რომ აღდგომის დღესასწაულის ღამეს ანთებულ სანთელთან ერთად, ოჯახებში სინათლე და სიკეთე შეაქვთ.

სომეხთა სამოციქულო ეკლესია წმიდა აღდგომის დღესასწაულს ახალი სტილით, ანუ გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავს.