ირაკლი კობახიძე კათოლიკური, სომეხთა სამოციქულო და ლუთერანული ეკლესიების მრევლს აღდგომას ულოცავს

10:11, 01.04.2018

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კათოლიკური, სომეხთა სამოციქულო და ლუთერანული ეკლესიების მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

„ყველას, ვინც დღეს უდიდეს დღესასწაულს-ქრისტეს აღდგომას ზეიმობს, ჩვენს თანამემამულეებს, კათოლიკური, სომეხთა სამოციქულო და ლუთერანული ეკლესიების მრევლს ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს.

აღდგომა განახლების და სიცოცხლის დღესასწაულია და უდიდესი სიხარულია ყველა ქრისტიანისათვის.

​ვუერთდები მათ დიდ სიხარულს და ვუსურვებ მშვიდობას, წარმატებას და წინსვლას“,- აღნიშნულია ირაკლი კობახიძის მილოცვაში.

ქრისტიანების ნაწილი ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს დღეს ზეიმობს.

მსგავსი