ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიაში სააღდგომო ლიტურგია პირველ აპრილს, 11:00 საათზე დაიწყება

22:02, 31.03.2018

ქრისტიანების ნაწილი ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს პირველ აპრილს ზეიმობს. ​ევანგელურ-ლუთერული ეკლესია აღდგომის დღესასწაულს პირველ აპრილს აღნიშნავს. შერიგების ეკლესიაში (ტერენტი გრანელის 15) სადღესასწაულო ლიტურგია პირველ აპრილს, 11:00 საათზე დაიწყება და მას ეპისკოპოსი მარკუს შოხი ჩაატარებს.

აღდგომის დღესასწაულს წინ 40-დღიანი მარხვა უძღოდა. ხუთშაბათს შერიგების ეკლესიაში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კონსერვატორიის გუნდმა კონცერტი გამართა.

პირველ აპრილს, მსახურების დასრულების შემდეგ, დღესასწაულზე მისულ სტუმრებს ჩაით გაუმასპინძლდებიან.

მსგავსი